პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 2023-09-19 20:48:00

“პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს” - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

მანამდე პრეზიდენტმა  განაცხადა, რომ მასთან ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადაგზავნილა.