ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით საკითხის შესწავლა დავიწყეთ - სუს-ი

საქართველო, თბილისი - 2023-09-15 14:11:00

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით უწყებაში საკითხის შესწავლა მიმდინარეობს.

„საზოგადოების მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს საკითხის შესწავლა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო ომის წარმოებასთან დაკავშირებით, 150-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციებს უწესებს. სანქცირებულ პირთა შორის არის საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.