ჩემთვის ეს ჰგავს რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობას - ვიოლა ფონ კრამონი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

საქართველო, თბილისი - 2023-09-03 17:12:00

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილება რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობას ჰგავს.

ვიოლა ფონ კრამონმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „საქართველოს პრეზიდენტის გააქტიურება და მასზე ხელისუფლების თავდასხმა, თუ იცით იმპიჩმენტის შესახებ?“

„ჩემთვის ეს ჰგავს რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობას, რომ საზოგადოებამ ყურადღება სხვა საკითხებზე გადაიტანოს“, – აღნიშნა ვიოლა ფონ კრამონმა.