აშშ-ში ფიქრობენ, რომ თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა, რუსული რაკეტით ჩამოაგდეს - Reuters 

საქართველო, თბილისი - 2023-08-24 22:38:00

ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქრობენ, რომ თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც დაჯგუფება „ვაგნერის“ ხელმძღვანელი და თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რუსული რაკეტით ჩამოაგდეს. ამის შესახებ  Reuters წერს.

გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ს აქვს რეალური საბაბი იფიქროს, რომ თვითმფრინავი „ვაგნერის“ თანამშრომლებთან ერთად რუსეთის ტერიტორიიდან გაშვებული რაკეტით ჩამოაგდეს. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს არის წინასწარი ვარაუდები და სიტუაციის ანალიზი გრძელდება.