აშკარაა, რომ პუტინი საკუთარ ცხოველურ ტერორს არავის პატიობს. ის მომენტს ელოდა. ისიც აშკარაა, რომ პრიგოჟინმა ხელი მოაწერა თავისი სიკვდილის ორდერს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
პრიგოჟინის შესახებ: ღირს ომის ნისლის გაქრობის მოლოდინი... აშკარაა, რომ პუტინი საკუთარ ცხოველურ ტერორს არავის პატიობს. ის მომენტს ელოდა. ისიც აშკარაა, რომ პრიგოჟინმა ხელი მოაწერა თავისი სიკვდილის ორდერს იმ მომენტში, როცა ირწმუნა ლუკაშენკას უცნაური „გარანტიები“ და პუტინის აბსურდული „საპატიო სიტყვა“. პრიგოჟინისა და ვაგნერის სარდლობის დემონსტრაციული ლიკვიდაცია გადატრიალების მცდელობიდან ორი თვის შემდეგ არის სიგნალი პუტინისგან რუსეთის ელიტებისთვის 2024 წლის არჩევნების წინ. "ფრთხილად, ორგულობა სიკვდილს უდრის". მაგრამ ეს ასევე არის სიგნალი რუსი სამხედროებისთვის”, - წერს პოდოლიაკი.
About Prigozhin: It is worth waiting for the fog of war to disappear... Meanwhile, it is obvious that Putin does not forgive anyone for his own bestial terror. Exactly the one that nullified him in June 2023. And he was waiting for the moment. It is also obvious that Prigozhin…
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) August 23, 2023