პოლიტიკური სპეკულაციები რომ არ ყოფილიყო, ამიტომ ავარიდეთ თავი სტიქიის ზონაში ჩასვლას, იქ, სხვათა შორის, ე.წ. ვალინკებით ჩავდივარ და არა - ბახილებით - ლევან ხაბეიშვილი

საქართველო, თბილისი - 2023-08-22 12:48:00

სტიქიის ზონაში, სადაც ადეკვატურია ჩასვლა, დიახ, იქ, სხვათა შორის, ე.წ. ვალინკებით ჩავდივარ და ბახილებით არ მივდივარ, რომ შეურაცხყოფა არ მივაყენო, მათ შორის, გარდაცვლილ ბავშვებსა და ადამიანებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილს ჰკითხეს, რატომ არ ჩავიდა შოვში, სტიქიის ზონაში.

„ბახილებით არასდროს დავდივარ. რაც შეეხება ტრაგედიის ადგილს, სხვადასხვა პოლიტიკური სპეკულაცია რომ არ ყოფილიყო, მხოლოდ ამიტომ ავარიდეთ თავი, მათ შორის არათუ ჩასვლას, პოლიტიკურ განცხადებებს. თქვენ ვერ იპოვით ვერცერთ პოლიტიკურ სპეკულაციას, განცხადებას, ეს არ გვაინტერესებდა ამ პირობებში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.