ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთში ჩავიდა

საქართველო, თბილისი - 2023-08-21 20:20:00

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამუშაო ვიზიტით საბერძნეთში ჩავიდა, სადაც რამდენიმე შეხვედრას გამართავს.

„ვაგრძელებთ ვიზიტს საბერძნეთში. უკვე ჩავედით. გვექნება შეხვედრა საბერძნეთის პრეზიდენტთან კატერინა საკელაროპულუსთან, ძირითადი მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მოციტაკისთან და საბერძენთის დელეგაციასთან“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, შეხვედრებზე განიხილავენ ყველაფერს, რაც დაეხმარებათ ადამიანთა სიცოცხლისა და საერთო ევროპული სახლის თავისუფლების დაცავში.

ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს უკრაინა-ბალკანეთის სამიტში, სადაც საუბარი იქნება ევროატლანიტიკურ ინტეგრაციაზე, თავდაცვით თანამშრომლობასა და უსაფრთხოებაზე.