მაჰაჩყალაში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად დაიღუპა 27 და დაშავდა 75 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 2023-08-15 08:44:00

რუსეთში, დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალაში ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა 27 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვია. ინფორმციას რუსული სააგენტო „რია ნოვისტი“ ავრცელებს. დაშავებულთა რაოდენობამ კი 75-ს მაიღწია.  

გვაინ საღამოს, მაჰაჩყალაში ავტომაგისტრალზე ხაძნარი გაჩნდა საავტომობილო მომსახურების ცენტრში, საიდანაც ცეცხლი გავრცელდა ბენზინგასამართ სადგურზე, რის შემდეგაც მოხდა აფეთქება.  

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

15 აგვისტო დაღესტანში გლოვის დღედ გამოცხადდა.