მოსკოვის ოლქში სამხედრო ქარხანაში მომხდარი აფეთქების ადგილზე 10 ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 2023-08-10 08:59:00

მოსკოვის ოლქში, ოპტიკურ-მექანიკურ სამხედრო ქარხანაში მომხდარი აფეთქების ადგილზე 10 ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ტელეგრამ-არხი BAZA ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი შეიძლება კიდევ გაიზარდოს. 

მოსკოვის ოლქში, სერგიევ-პოსადში მდებარე ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკურ სამხედრო ქარხანაში ძლიერი აფეთქება 9 აგვისტოს მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა  52 ადამიანი.

გამომძიებლების თქმით, ინციდენტის მიზეზი ტექნოლოგიური პროცესების დარღვევა გახდა. სისხლის სამართლის საქმე საწარმოო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის მუხლით აღიძრა.