სტიქიის ზონაში დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 2023-08-09 14:12:00

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 21 ადამიანი, სტიქიის ზონაში კიდევ 12 ადამიანს ეძებენ.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.