ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიშის შედგენა დაიწყო, რომელიც ოქტომბრის მეორე ნახევარში უნდა გამოქვეყნდეს. ამის შესახებ "რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკი ტვიტერზე წერს. მისი ინფორმაციით, იქნება რეკომენდაცია, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მისცენ, ხოლო უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებები დაიწყონ, თუმცა, ამ ყველაფერს დეკემბერში ევროკავშირის 27-ვე წევრის კონსენსუსი დასჭირდება:
„ევროკომისიამ გაფართოების ანგარიშის მომზადება, რომელიც ოქტომბრის მეორე ნახევარში უნდა გამოქვეყნდეს, დაიწყო. მდგომარეობა არის ასეთი, იქნება რეკომენდაცია უკრაინისა და მოლდოვისთვის, რომ დაიწყონ მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე და საქართველოსთვის, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. თუმცა, დეკემბერში ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის კონსენსუსის მიღწევა კვლავ საჭიროა." წერს იოზვიაკი.
drafting of European Commission enlargement report due in 2nd half of Oct has started. state of play is that there will be recommendations for #Ukraine & #Moldova to start EU accession talks & #Georgia to get candidate status. But consensus of 27 EU members in Dec still needed
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) August 8, 2023