ვინც თავს აყენებს კონსტიტუციაზე მაღლა, არასდროს უნდა იყოს შეერთებული შტატების პრეზიდენტი - მაიკ პენსი

საქართველო, თბილისი - 2023-08-02 12:28:00

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის წაყენებულ ბრალდებას ტვიტერში ეხმიანება.

„დღევანდელი ბრალდება ემსახურება მნიშვნელოვან შეხსენებას: ვინც თავს აყენებს კონსტიტუციაზე მაღლა, არასდროს უნდა იყოს შეერთებული შტატების პრეზიდენტი“, - წერს მაიკ პენსი.

 შეგახსენებთ, დონალდ ტრამპს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე.