მოსკოვის მერის განცხადებით, რუსეთის დედაქალაქზე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა განხორციელდა

საქართველო, თბილისი - 2023-07-28 10:05:00

მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი აცხადებს, რომ მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა განხორციელდა. მისი თქმით, შეტევა თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს.

„ღამით განხორციელდა თვდასხმა მტრის უპილოტო საფრენი აპარატით, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ძალებმა ჩამოაგდეს“, - წერს სობიანინი.

მისივე თქმით, ინციდენტს ნგრევა არ მოჰყოლია არ არიან დაშავებულები.