თბილისის ზღვაში ნაპოვნი ცხედარი ლუკა ლაცაბიძეს ეკუთვნის 

საქართველო, თბილისი - 2023-07-18 22:49:00

თბილისის ზღვაში ნაპოვნი ცხედარი 22 წლის ლუკა ლაცაბიძეს ეკუთვნის. 

ინფორმაციას ადასტურებენ 22 წლის ბიჭის ოჯახის წევრები.

 ბიჭი 4 დღის წინ გაუჩინარდა.

შსს-ში გამოძიება 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

დღეს, 18 ივლისს, ლაცაბიძის სამძებრო სამუშაოებისას ასევე იპოვეს 45 წლამდე კაცის ცხედარიც.