ჯორჯიის შტატში მასობრივ სროლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა  

საქართველო, თბილისი - 2023-07-16 10:25:00

დასავლეთ ჯორჯიის შტატის ქალაქ ჰემპტონში მასობრივი სროლის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა.  ინფორმაციას NBCNews ავრცელებს.

მედიის ცნობით, სავარაუდო დამნაშავემ ანდრე ლონგმორმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ოთხი ადამიანი – სამი კაცი და ერთი ქალი. ლონგმორი ჯერ დაკავებული არ არის.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 10:45 საათზე მოხდა.

სროლის მოტივი უცნობია. ნებისმიერი ინფორმაციისთვის ჯილდოს სახით 10 000 დოლარია დაწესებული. ქვეყნის შერიფმა, მოუწოდა მოსახლეობას, რომ ლონგმორის გამოჩენის შემთხვევაში არ მიუახლოვდნენ მას, რადგან ის, სავარუდოდ, შეიარაღებულია.