კიევის ხელისუფლება დასავლელი კურატორების წინადადებით, კვლავ დებს სახიფათო ფსონს ესკალაციაზე და ომის დანაშაულებზე - ვლადიმირ პუტინი

საქართველო, თბილისი - 2023-06-07 21:11:00

კიევის ხელისუფლება, მათი დასავლელი კურატორების წინადადებით, კვლავ დებს სახიფათო ფსონს საომარი მოქმედებების ესკალაციაზე, ომის დანაშაულებზე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ  ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.

„ვლ;ადიმირ პუტინმა განაცხდა, რომ კიევის ხელისუფლება, მათი დასავლელი კურატორების წინადადებით, კვლავ დებს სახიფათო ფსონს საომარი მოქმედებების ესკალაციაზე, ომის დანაშაულებზე, ღიად იყენებს ტერორისტულ მეთოდებს, ახორციელებს დივერსიებს რუსეთის ტერიტორიაზე. ამისი ნათელი მაგალითია - ხერსონის ოლქში, კახოვკის ჰიდროლექტროსადგურის ბარბაროსული განადგურება, რომელმაც მასშტაბური ეკოლოგიური და ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.