თურქეთში ძლიერ მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა, არიან დაშავებულები

საქართველო, თბილისი - 2023-02-20 23:54:00

თურქეთში, სირიის საზღვართან ძლიერ მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.  თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუატ ოქტაის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაშავდა

თურქული მედიის ცნობით, 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ჰათაის პროვინციაში ადგილობრივი დროით 20:04 საათზე დაფიქსირდა.

სამი წუთის ინტერვალით ამავე პროვინციაში 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

6 თებერვალს დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ჰათაი ერთ-ერთი პროვინციაა, რომელიც სტიქიამ ძლიერ დააზარალა.

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად  თურქეთში 41 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.