თურქეთში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველო, თბილისი - 2023-02-20 22:08:00

თურქეთში, ჰათაის პროვინციაში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მედიის ინფორმაციით, ეპიცენტრი დეფნეს მუნიციპალიტეტში მდებარეობდა. სამი წუთის ინტერვალით ამავე პროვინციაში 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი სამანდაგის რაიონში მდებარეობდა.

6 თებერვალს დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ჰათაი ერთ-ერთი პროვინციაა, რომელიც სტიქიამ ძლიერ დააზარალა.

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად  თურქეთში 41 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.