თურქეთში 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველო, თბილისი - 2023-02-19 01:04:00

თურქეთში კაჰრამანმარის ორივინციაში კიდევ ერთი, 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

სეისმოლოგების ცნობით, მიწისძვრის კერა ქალაქ გიოქსუნთან 12 კმ-ის სიღრმეში მდებარეობდა.

ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

6 თებერვალს, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბოლო მონაცემებით, ორივე ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 46 000-ს აჭარბებს.