თურქეთში მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი 8 ათასზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს

საქართველო, თბილისი - 2023-02-14 17:16:00

თურქეთში სამშველო სამუშაობის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი 8 ათასზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს.

ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. იუწყება სააგენტო Anadolu.

„ჩვენ შევეჯახეთ  არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანის, არამედ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ბუნებრივ კატასტროფას. ამ მიწისძვრის შედეგად დანგრეული ათასობით შენობის ნამგრევების გაწმენდისას ვხედავთ რომ სამწუხაროდ, ჩვენი დანაკარგები ზრდება.

მიწისძვრას გადარჩენილი, დაშავებული 81 ათასზე მეტი ჩვენი მოქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი გამოეწერა {კლინიკებიდან}, დარჩენილების მკურნალობას ვაგრძელებთ. ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ჩვენმა სამაშველო ჯგუფებმა ნანგრევებიდან გამოიყვანეს, 8 ათასზე მეტია“, - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთში დამანგრეველი მწისძვრის შედგეად დაღუპულთა რაოდენობამ 32 ათასს მიაღწია.