საგზაო სამუშაოების გამო, მარიჯანის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

საქართველო, თბილისი - 2023-01-27 14:53:00

მარიჯანის ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ნუცუბიძის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში დაგეგილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

აღნიშნულ მონაკვეთზე, ავტომობილები იმოძრავებენ შეფერხებით, თუმცა, გადაადგილების მიმართულება არ შეიცვლება.

ნაწილობრივი შეზღუდვა 28 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით იმოქმედებს.