ახმეტაში ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 2023-01-26 12:36:00

ახმეტაში ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათგან ორნი, ძმები არიან. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და ის კატასტროფის ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა.

ავტოსაგზაო შემთხვევა, ალვანი- ბაბანეურის საავტომობილო გზაზე მოხდა. ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ.

ორი დაშავებული მკურნალობას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში განაგრძობს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.