უკრაინასა და მსოფლიოში არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით ღონისძიებები შეზღუდული სახით ჩატარდება - საპატრიარქო

საქართველო, თბილისი - 2022-12-11 14:29:00

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, უკრაინასა და მსოფლიოში არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის კურთხევით, ღონისძიებები ზოგადად შეზღუდული სახით ჩატარდება.

„უკრაინასა და მსოფლიოში არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის კურთხევით ღონისძიებები ზოგადად შეზღუდული სახით ჩატარდება, ამასთანავე არ იგეგმება ეკლესიათა მეთაურების, მათი წარმომადგენლების ან საერო პირთა მოწვევა“, - წერია განცხადებაში.