კეზერაშვილი ელენეს და ზურას მელიას ჩასაძირად იყენებს თავისი მეორე ჯუჯალარის, გიორგი ვაშაძის სასარგებლოდ - თამარ ჩერგოლეიშვილი

საქართველო, თბილისი - 2022-11-05 11:12:00

გუშინ, რამდენიმე წესიერმა ადამიანმა გულწრფელად მკითხა, ზურა ჯაფარიძე რომ ოპოზიციის ერთიანობისთვის იბრძვის და "შუას გაკრეფა" უნდა, რატომ დასცინითო და მინდა რომ ავხსნა - ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკზე" წერს: 

"აქ რასაც დავწერ, ვიღაცას შეიძლება დიდ საიდუმლოდ მოეჩვენოს, მაგრამ ყველაფერი, რასაც დავწერ, საჯაროდ ხდებოდა, ან საჯაროდაა ნათქვამი და თქვენც შეგიძლიათ წერტილების შეერთება და გადამოწმება, რასაც ვყვები, იმის. 

ჩემი დაკვირვებით:

- არანაირი დიდი ერთობა არ იქმნება - გიორგი ვაშაძემ მიიერთა ელენე ხოშტარია და ზურა ჯაფარიძე, ზუსტად ისე, როგორც 2021 წელს მელიამ - პირველადი მოტივაცია არის 5 პროცენტიანი ბარიერი.

- თვალთმაქცურ მტკიცებას, რომ ტროიკას (ასე დავუძახებ) მოტივი მთელი ოპოზიციის გაერთიანებაა მხოლოდ ერთი ამოცანა აქვს - იმ პოლიტიკოსების გაშავება და ჩაძირვა, რომლებიც კეზერაშვილის ფინანსური კონტროლის ქვეშ არ არიან და კეზერაშვილი ვერ მართავს. 

- შარშან თუ მთავარი სამიზნე ბოკერია იყო, ახლა მთავარი სამიზნე მელიაა - ტროიკის და ტელემედიის გამოყენებით, კეზერაშვილი მელიას ჩაძირვას ცდილობს. 

- თუ ეჭვი გეპარებათ კვესიტაძის და მელიას ეთერს შეხედეთ, კვესიტაძის საქციელს დააკვირდით - ერთიანობაო და მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს ძირავდა ერთიანობის სახელით.