ლუკაშენკოს ვიზიტი ან აფხაზეთის აღიარება ბევრს არაფერს ნიშნავს, – ასე აფასებს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ჩასვლას.
მისივე თქმით, ლუკაშენკო ტერორისტია და პუტინთან ერთად დასრულდება.
„ლუკაშენკო ტერორისტი, პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველია, რომელსაც არ აღიარებს ევროკავშირი. მისი ვიზიტი ან აფხაზეთის აღიარება ბევრს არაფერს ნიშნავს, თუმცა ეს არის შეხსენება საქართველოში რუსეთის ყველა დამშოშმინებლისთვის, რომ დაშოშმინებულ ბოროტებას ყოველთვის უკუშედეგი აქვს. ლუკაშენკო დასრულდება პუტინთან ერთად“, – წერს ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“.
როგორც ცნობილია, 28 სქტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.
საქართველოს საგარეო უწყებამ ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა, შემდეგ კი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტი“ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.
#Lukashenko is a terrorist, #Putin's puppet & illegitimate ruler not recognised by the #EU. His visit or recognition of #Abkhazia doesn't mean much. But it is a reminder 4 all 🇷🇺#Russia-appeasers in 🇬🇪#Georgia that appeasing evil always backfires.
— Viola von Cramon 🇺🇦🇪🇺 (@ViolavonCramon) September 29, 2022
Lukashenko will end with Putin! pic.twitter.com/fy4UWosy5E