ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

საქართველო, თბილისი - 2022-09-28 17:38:00

ბელარუსის პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა.

ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკო ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

ბჟანიამ და ლუკაშენკომ ისაუბრეს "ორმხრივ თანამშრომლობაზე, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაზე, მიმოიხილეს საერთაშორისო მოვლენები, არსებული გამოწვევები და საფრთხეები."

აღსანიშნავია რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ბელარუსის ავტორიტარ ლიდერს მასპინძლობს ბიჭვინთის იმ აგარაკზე, რომელიც, სავარაუდოდ, მალე პუტინის საკუთრებაში გადავა.