ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მონახულების ნებართვის მისაღებად იუსტიციის სამინისტროს მიმართა, თუმცა უწყებისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
მისივე თქმით, ნიკა გვარამია საქართველოს ჩამოშლილი სასამართლო სისტემის მაგალითია.
"საქართველოში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა [ევროკავშირის] 12 პუნქტის მთავარი მოთხოვნაა. არ აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობთ გვარამიაზე, როგორც პიროვნებაზე, ის საქართველოში ჩამოშლილი სასამართლო სისტემის მაგალითია.
გამჭვირვალობისთვის, მე ვთხოვე იუსტიციის სამინისტროს ციხეში გვარამიასთან შესვლის ნებართვა. გასაკვირი არაა, პასუხი არაადეკვატური/პასუხი არ არის", - წერს ვიოლა ფონ კრამონი.
Independence of #Judiciary in #Georgia is a top requirement in #12points. Regardless what you think of #Gvaramia as a person, he is an example of broken judiciary in 🇬🇪.
— Viola von Cramon 🇺🇦🇪🇺 (@ViolavonCramon) September 7, 2022
I asked @Justice_geo for an access to Gvaramia in prison for transparency. Unsurprisingly, inadequate/no reply