უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ქართველ კოლეგასთან შეხვედრას Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა.
"პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში, ჩემს ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს შევხვდი. განვიხილეთ მთელი რიგი ორმხრივი საკითხები და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი", - წერს დმიტრო კულება.
I met my Georgian counterpart @iliadarch at the margins of the informal EU Foreign Ministers meeting in Prague. We discussed a range of bilateral issues and the future of Eastern partnership. pic.twitter.com/eaEMbBeT5r
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) August 31, 2022
ილია დარჩიაშვილმა უკრაინელ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ ომი მალე დასრულდება და ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა დაისადგურებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ჩეხეთის მიწვევით, 30-31 აგვისტოს, პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ ე.წ. გიმნიხის შეხვედრაში მონაწილეობს.