გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, უარი თქვას ბირთვულ იარაღზე.
"მსოფლიო დიდი ხანია ბირთვული იარაღის მძევალია. ეს მომაკვდინებელი მოწყობილობები არ იძლევა, არც გამარჯვების და არც უსაფრთხოების გარანტიას. მოდით, დავრწმუნდეთ, რომ ბირთვული გამოცდა სამუდამოდ შეწყდეს და ბირთვული იარაღი ერთხელ და სამუდამოდ გახდეს ისტორიის ნაწილი", - დაწერა მან Twitter-ში 29 აგვისტოს.
Our world has been held hostage by nuclear weapons long enough.
— António Guterres (@antonioguterres) August 28, 2022
These devices of death guarantee no victory or safety. By design, their only result is destruction.
Let’s ensure the end of testing forever, and consign nuclear weapons to history - once and for all.
ცოტა ხნით ადრე, შეერთებულმა შტატებმა რუსეთს დააკისრა პასუხისმგებლობა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების განხილვის კონფერენციის ჩაშლაში, რომელიც გაიმართა გაეროს შტაბ-ბინაში, ნიუ იორკში და მოსკოვი დაადანაშაულა კონფერენციის დასკვნითი დოკუმენტის "ცინიკურ დაბლოკვაში".
რუსეთმა უკმაყოფილება გამოთქვა დოკუმენტში არსებული ასპექტებით, სადაც კონფერენციის მონაწილეთა მიერ სერიოზული შეშფოთება იყო გამოხატული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო.