პენტაგონი უკრაინისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს NASAMS შეისყიდის

საქართველო, თბილისი - 2022-08-27 12:11:00

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინისთვის შეისყიდის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს NASAMS.

როგორც იუწყებიან, პენტაგონმა უკვე გააფორმა კონტრაქტი 182 მილიონი დოლარის კონტრაქტი იარაღის მწარმოებელ კომპანიასთან - Raytheon Missiles & Defense.

24 აგვისტოს, შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის ახალი, 3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა. სწორედ ამ პაკეტის ფარგლებში იგეგმება უკრაინისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს NASAMS-ის მიწოდება.

ახალი პაკეტის ფარგლებში, აშშ უკრაინას გადასცემს დამატებით NASAMS-ის ექვს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს.