CNN: რუსები ირანში დრონების მართვას სწავლობენ

საქართველო, თბილისი - 2022-08-10 12:04:00

ბოლო კვირების განმავლობაში, რუსები ირანში ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების მართვას სწავლობენ. იტყობინება ტელეარხი CNN-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, რომელსაც წვდომა აქვს აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციაზე.

"ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, რუსი ოფიციალური პირები ირანში, რუსეთისთვის ირანული დრონების გადაცემის შეთანხმების ფარგლებში, წვრთნას გადიოდნენ", - ამბობს CNN-ის წყარო, რომლის თქმითაც, ეს ინფორმაცია კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ მოსკოვი ირანული დრონების შესყიდვას აპირებს.

ივლისში CNN-ი იუწყებოდა, რომ ირანში რუსეთის დელეგაცია ჩავიდა, რათა გაცნობოდნენ ირანული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს "შაჰპედ-191-სა" და "შაჰედ-129-ს", რომელთაც მაღალი სიზუსტის მართვათი რაკეტების გადატანა შეუძლიათ.

მოგვიანებით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ამერიკული დაზვერვის ცნობით, ირანი მზად არის, რუსეთს ასობით დრონი მიჰყიდოს, უკრაინაში გაჩაღებულ ომში გამოსაყენებლად.

13 ივლისს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ-აბოლაჰიანმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანხმადაც თეირანი რუსეთისთვის ასობით უპილოტო საფრენი აპარატის მიყიდვას აპირებს.