სტატუსის მინიჭება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია, ვაჭრობის ადგილი აქ არ არის - კრამონი

საქართველო, თბილისი - 2022-07-20 22:43:00

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ ევროკავშირი მოწადინებულია, საქართველო უახლოეს მომავალში გახდეს კანდიდატი.

"ევროკავშირი მოწადინებულია, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ამისთვის ქართველმა პოლიტიკოსებმა, განსაკუთრებით კი მთავრობამ, 12-ვე პუნქტი უნდა შეასრულონ. ეს დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია. ვაჭრობის ადგილი აქ არ არის", - წერს კრამონი "ტვიტერში".

ვიოლა ფონ კრამონი, ევროპარლამენტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, თბილისში იმყოფებოა.