ხარკოვზე რუსეთის სარაკეტო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა

საქართველო, თბილისი - 2022-07-11 14:28:00

რუსეთის საოკუპაციო არმიამ ხარკოვზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა.

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთმა სარაკეტო დარტყმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "სმერჩ"-ის მეშვეობით განახორციელა.

საცხოვრებელ უბნებზე თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 30-ზე მეტი დაშავდა.

ხარკოვზე განხორციელებული თავდასხმის თაობაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც განაცხადა. მათი განცხადებით, მიზანში ამოიღეს "უკრაინული ბატალიონებისა და უცხოელი დაქირავებულების განლაგების პუნქტები".