ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულების შესახებ ვიმსჯელეთ. უახლოეს დღეებში გაცნობებთ, პასუხისმგებელ სუბიექტებს, პირებს, ვადებს - მამუკა მდინარაძე

საქართველო, თბილისი - 2022-06-28 22:47:00

ევროკომისიის მიერ რეკომენდებული 12 პუნქტის შესრულების შესახებ ვიმსჯელეთ, შესაბამისი გეგმის შესრულება იყო მთავარი საკითხი ამ მიმართულებით. ვადები, პასუხისმგებელი პირები, უწყებები თუ სუბიექტები - ამის შესრულება, - განაცხადა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

"უახლოეს დღეებში გაცნობებთ, შეიკრიბება "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო და დეტალურად გავწერთ, პასუხისმგებელ სუბიექტებს, პირებს, ვადებს, ასე რომ ჩვენ ამ მიმართულებით არანაირ პრობლემას არ შევქმნით", - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობები უნდა დააკმაყოფილოს.