სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონია

საქართველო, თბილისი - 2022-06-17 21:57:00

ანტალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ქართველმა მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ ევროპის პირველობა მოიპოვა.

ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. ფინალურ დაპირისპირებაში მან იტალიელ ლუკა კურატოლის 15:11 სძლია.

აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძემ კონტინენტის ჩემპიონის ტიტული კარიერაში პირველად მოიპოვა.