კიევში რუმინეთის პრეზიდენტიც ჩავიდა

საქართველო, თბილისი - 2022-06-16 14:25:00

რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი დილით მატარებლით ჩავიდა კიევში, სადაც საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერებს შეუერთდა.

გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ტრიოსთან შეერთება იოჰანისს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შესთავაზა.

"ტრიოს ვიზიტის მომზადების დროს ცნობილი გახდა, რომ აღმოსავლეთ ევროპელის ჩასვლაც [კიევში], როგორც ევროპის ერთიანობის სიმბოლო, კარგი იდეა იქნებოდა", - წერს გამოცემა.

იოჰანისი კიევში დამოუკიდებლად ჩავიდა.

უკრაინის მხარდასაჭერად კიევში გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი ჩავიდნენ.

ევროპელი ლიდერები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს განიხილავენ.