ვის შეუძლია მათი სერიოზულად აღქმა? სევდიანი სანახაობაა - კრამონი კობახიძის განცხადებაზე

საქართველო, თბილისი - 2022-05-20 12:10:00

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება.

"ვის შეუძლია მათი სერიოზულად აღქმა? სევდიანი სანახაობაა", - წერს კრამონი "ტვიტერში" და ირაკლი კობახიძის ციტატას აქვეყნებს.

ირაკლი კობახიძემ ვიოლა ფონ კრამონი კრიმინალების მფარველად მოიხსენია. ამავე დროს, მან კრამონსა და ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას "ანტიევროკავშირები" უწოდა.