მათი ინფორმაციით, პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია გორის რაიონის სოფლების მეჯვრის, კირბალის, ბერშუეთის, სობისის, ზეღდულეთის, კარალეთის და ქიწნისის მოსახლეობისგან პრობლემებზე ინფორმაციას მოისმენს.
აღსანიშნავია, რომ "თავისუფალი დემოკრატების" ინფორმაციით, ზემოთ ჩამოთვლილ სოფლებში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაპირება, რომ მოსახლება ზამთრის სეზონისთვის ფქვილს და შეშას მიიღებდა ამ დრომდე შესრულებული არ არის.
ამასთან, მსგავსი შეხვედრები 29 ნოემბერს ირაკლი ალასანიას ქარელის რაიონის მოსახლებასთანაც აქვს დაგეგმილი.