კიევის მეტროსადგურებს გადაარქმევენ სახელწოდებებს, რომლებიც რუსეთს უკავშირდება

საქართველო, თბილისი - 2022-05-10 17:28:00

კიევის ხელისუფლებამ მოქალაქეებს სთხოვა, ალტერნატიული სახელები შეარჩიონ კიევის მეტროს ხუთი სადგურისთვის, რომლებსაც ამჟამად რუსულ-საბჭოთა კონოტაციები აქვთ.

ონლაინ გამოკითხვაში 170,5 ათასზე მეტმა კიევის მცხოვრებმა მიიღო მონაწილეობა.

ამ დროისთვის (საბოლოო ვერსია ჯერ არ არის დამტკიცებული), შედეგები ასე გამოიყურება:

სადგური "ბერესტეისკი" გახდება "ბუჩა";

სადგური "ლევ ტოლსტოის მოედანი" გახდება "ვასილი სტუსი" (უკრაინელი პოეტისა და დისიდენტის პატივსაცემად);

სადგური "დნეპრის გმირების" გახდება "უკრაინის გმირები";

სადგური "მინსკი" - "ვარშავა";

სადგური "ხალხთა მეგობრობა" - "ბოტანიკური".

კიევის მერიის მიერ მოქალაქეთათვის შეთავაზებულ ვარიანტებს შორის არის სადგურის სახელი სტეპან ბანდერას პატივსაცემად, მაგრამ მან ხმების მნიშვნელოვანი რაოდენობა ვერ მიიღო.