მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილს მიეცეს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობის შესაძლებლობა. ამის შესახებ სანდუმ Twitter-ზე დაწერა.
"შემაშფოთებელი ინფორმაციაა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს, გაუწიონ ყოფილ პრეზიდენტს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა და მხარი დაუჭირონ მის გამოჯანმრთელებას. ჯანმრთელობის უფლება ადამიანის უფლებებისა და ღირსეული ცხოვრების ფუნდამენტური ნაწილია", - წერს სანდუ.
Worrying reports on @SaakashviliM’s deteriorating health. Calling on our Georgian partners to provide former president w/ appropriate medical treatment & support his recovery. The right to health is a fundamental part of human rights & of our understanding of a life in dignity.
— Maia Sandu (@sandumaiamd) May 6, 2022