გაეროს მონაცემებით, უკრაინაში 3 193 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 2022-05-03 21:45:00

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისი რეგულარულად აქვეყნებს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ მონაცემებს.

2 მაისის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ომს ემსხვერპლა 3 193 ადამიანი, მათ შორის 227 ბავშვი;

დაიჭრა 3 353 ადამიანი, მათ შორის 321 ბავშვი.

ამასთან, გაეროს ინფორმაციით, დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიებზე, დაიღუპა 1 562 მშვიდობიანი მოქალაქე, არაღიარებული "რესპუბლიკების" ტერიტორიაზე კი - 101 მშვიდობიანი პირი.