ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი კიევში ჩავიდა.
ნენსი პელოსი კიევში უკრაინის პრეზიდენტსა და უმაღლესი რადის სპიკერს შეხვდა.
"რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერით აშშ ლიდერობს. გმადლობთ, რომ დამეხმარეთ ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში!", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიზიტის შეფასებისას.
Зустріч зі спікером Палати представників Конгресу США @SpeakerPelosi в Києві. Сполучені Штати є лідером потужної підтримки України в боротьбі з агресією РФ. Дякуємо, що допомагаєте захищати суверенітет і територіальну цілісність нашої держави! pic.twitter.com/QXSBPFoGQh
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) May 1, 2022
ნენსი პელოსიმ აღნიშნა, რომ დღეს უკრაინა გმირულად იბრძვის თავისუფლებისთვის და შეერთებული შტატები მზადაა დაეხმაროს უკრაინას, სანამ ეს ბრძოლა არ დასრულდება.
უკრაინა-ამერიკის სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის, სუვერენული, დამოუკიდებელი და დემოკრატიული უკრაინის მხარდაჭერისთვის, პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ნენსი პელოსი პრინცესა ოლგას ორდენით დააჯილდოვა.