ესპანეთისა და დანიის პრემიერ-მინისტრები, პედრო სანჩესი და მეტე ფრედერიკსენი კიევში ჩავიდნენ.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს მათი კიევში ჩასვლის კადრები.
Just arrived to Kyiv.
— Pedro Sánchez (@sanchezcastejon) April 21, 2022
Ukraine has the support, solidarity and commitment of Spain. pic.twitter.com/QyXMEA7vcY
როგორც იუწყებიან სანჩესი და ფრედერიკსენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფრედერიკსენი ეწვევა კიევის გარეუბნებს, რომლებიც საომარი მოქმედებების დროს დაზარალდნენ.
20 აპრილს კიევში ჩავიდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, მან ასევე მოინახულა ბოროდიანკა, რომელიც რუსეთის ჯარებმა გაანადგურეს.
ბოლო კვირებში უკრაინის დედაქალაში ჩავიდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი, სლოვაკეთის პრემიერ მინისტრი ედუარდ ჰეგერი, ასევე ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის და პოლონეთის ლიდერები.