კრემლი პუტინის ქონებრივ დეკლარაციას აქვეყნებს

საქართველო, თბილისი - 2022-04-15 20:56:00

კრემლი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ქონებრივ დეკლარაციას აქვეყნებს.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2021 წელს პუტინმა 10 მილიონ 202 ათასი რუბლი გამოიმუშავა, რაც ოდნავ აღემატება 2020 წლის შემოსავალს - 9 მილიონ 994 ათას რუბლს.

პუტინის მიერ დეკლარირებული უძრავი და მოძრავი ქონების ჩამონათვალი მრავალი წელია უცვლელი რჩება.

დეკლარაცია შეიცავს მონაცემებს მხოლოდ ორი ბინისა და ავტოფარეხის შესახებ.

ბინა - 153.7 კვადრატული მეტრი;

ბინა - 77 კვადრატული მეტრი;

ავტოფარეხი - 18 კვ მეტრი ფართობით.

ამის გარდა, პუტინი ფლობს ორ რარიტეტულ ავტომობილს "გაზ-მ21"-სა და "ნივას", ასევე ავტომისაბმელ "სკიფს".

რუსული მედიის ინფორმაციით, ბოლო ხუთ წელში პუტინმა ყველაზე მაღალი შემოსავალი 2017 წელს მიიღო - 198 მლნ რუბლზე მეტი, რაც 1 500 კვ. მეტრი მიწის ფართობის გაყიდვას მოჰყვა.