კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია - თავდაცვის უწყება

საქართველო, თბილისი - 2022-04-02 22:11:00

კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს.

"ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლებულია", - წერს მალიარი.

გასულ 24 საათი უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისაგან 30-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს.