ფინეთი რუსეთიდან სატვირთო მატარებლებს აღარ მიიღებს

საქართველო, თბილისი - 2022-03-27 17:54:00

ფინეთი რუსეთიდან სატვირთო მატარებლებს აღარ მიიღებს. ამის შესახებ ნათქვამია ფინური სარკინიგზო კომპანია VR Transpoint-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიის განცხადებით, რუსეთიდან სატვირთო მატარებლების მიღება 27 მარტის შუადღიდან შეწყდა. მათივე თქმით, ეს რეჟიმი შენარჩუნდება შემდგომი მითითებების მიღებამდე.

გადაწყვეტილება რუსეთის რკინიგზის მიმართ დაწესებულ სანქციებს უკავშირდება. VR Transpoint-ის განცხადებით, კომპანია ვალდებულია საერთაშორისო რეგულაციებს დაექვემდებაროს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ფინეთმა შეაჩერა სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა რუსეთთან.

შეგახსენებთ, რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია "რუსეთის რკინიგზა" აშშ-ისა და ბრიტანეთის სანქციების სიაში მოხვდა.