უკრაინის არმიამ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო ხომალდი გაანადგურა

საქართველო, თბილისი - 2022-03-24 11:41:00

უკრაინის არმიამ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო ხომალდი "ორსკი" გაანადგურა. იუწყება უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდლობა.

სარდლობის ინფორმაციით, მტრის სადესანტო ხომალდი რუსეთის მიერ ოკუპირებული ბერდიანსკის პორტში, აზოვის ზღვაში განადგურდა.

აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ბერდიანსკს ოკუპანტები აკონტროლებენ.