რუსეთი უკრაინაში საომრად ლიბიელი მებრძოლების გაგზავნას გეგმავს - უკრაინის გენშტაბი

საქართველო, თბილისი - 2022-03-20 22:33:00

რუსეთი უკრაინაში საომრად ლიბიელი მებრძოლების გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ ნათქვამია Facebook-ზე გამოქვეყნებული უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციაში.

"არსებული ინფორმაციით, მოსკოვში ლიბიის არმიის მეთაურის ხალიფ ჰაფთარის ვიზიტის დროს, გაფორმდა შეთანხმება უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის  ლიბიელი "მოხალისეების" გაგზავნის შესახებ", - ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

მისივე ინფორმაციით, მებრძოლების გადასროლა რუსული სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" დახმარებით, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავებით მოხდება.

მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთი უკრაინაში სირიელი მებრძოლების გაგზავნას გეგმავს.