ბულგარეთმა 10 რუსი დიპლომატი გააძევა

საქართველო, თბილისი - 2022-03-18 15:45:00

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 რუსი დიპლომატი "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა და ქვეყნის დატოვება უბრძანა.

სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, დიპლომატების გაძევებას ადასტურებს სოფიაში რუსეთის დიპლომატიური მისია.

გაძევებული დიპლომატების ვინაობა არ საჯაროვდება.

2 მარტს Bloomberg-ი იტყობინებოდა, რომ ბულგარეთის ხელისუფლება ჯაშუშობის საქმის გამოძიების ფარგლებში, რუსი დიპლომატების გაძევებას განიხილავდა.

მანამდე ბულგარეთის პროკურატურამ რუს დიპლომატს ბრალი წაუყენა ქვეყანაში სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვების გამო.