გერმანულმა ტელეარხმა ZDF-მა გამოაქვეყნა ვერიფიცირებული ვიდეო, რომელზეც ჩანს, კიევის მახლობლად როგორ ხვრეტენ რუსი სამხედროები მშვიდობიან მოქალაქეს.
ვიდეო, რომელიც გადაღებულია დრონის მეშვეობით, გერმანელ ჟურნალისტებს უკრაინელმა აქტივისტმა გადასცა.
ვიდეო გადაღებულია 2022 წლის 7 მარტს საავტომობილო მაგისტრალზე კიევიდან რამდენიმე კმ-ში.
16:14 საათზე დრონი იღებს რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს, რომლებიც კიევის ცენტრისკენ მიემართებიან. მძღოლები ამჩნევენ ტანკს რუსული ნიშნებით და უკან ტრიალდებიან.
#Putin spricht von einer Spezialaktion in der #Ukraine, die sich nicht gegen Zivilisten richte. Eine Drohne filmte allerdings wenige Kilometer westlich von Kiew, wie ein Zivilist von offenbar russischen Soldaten erschossen wird. #ZDFfrontal exklusiv, mehr zum Krieg 21.15 Uhr @ZDF pic.twitter.com/1FDdD7v9Ww
— frontal (@ZDFfrontal) March 15, 2022
თუმცა ვერცხლისფერი მანქანა ჩერდება მის მიმართ განხორციელებული სროლის შედეგად. ავტომობილიდან გადმოდის კაცი აწეული ხელებით. მას ესვრიან და ის ეცემა მიწაზე. რუსი სამხედროები გარბიან დანაშაულის ადგილისკენ, მათი ამოცნობა, შესაძლებელია თეთრი სახვევით. რუსებს ცხედარი თხრილისკენ გადააქვთ.
ZDF იტყობინება, რომ კაცთან ერთად იმყოფებოდა ქალი და ბავშვი. მოგვიანებით სამხედროებს ისინი ტყისკენ მიჰყავთ. თუ რა ბედი ეწია მათ, დაუდგენელია.
ZDF -მა მოახდინა ვიდეოს ვერიფიკაცია და დაადასტურა მისი ავთენტურობა.
"რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამტკიცებს, რომ უკრაინაში არ შეჭრილა და ეს "ნეონაცისტების" წინააღმდეგ „სპეცოპერაციაა". მისი თქმით, სამოქალაქო პირებს საფრთხე არ ემუქრებათ. ეს ანგარიში ამხელს რუსეთის პრეზიდენტის სიცრუეს და ადასტურებს იმას, რომ ისინი ყოველთვის ტყუილს ლაპარაკობენ", - ნათქვამია ტელეარხის ინფორმაციაში.